17, სექტემბერი 2021 14:02:00
გონიოელების მორიგი აქცია მიწების დაკანონების მოთხოვნით. ადგილობრივები, ბათუმის მიწის აღიარების კომისიის თავმჯდომარეს შეხვდნენ. აქვთ ეჭვი, რომ პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება და პროცესის დაჩქარებას ითხოვენ. შეხვედრაზე, დავით კოპინაძემ, მოქალაქეებს, საკითხის სისრულეში მოყვანისთვის კიდევ ერთკვირიანი ვადა სთხოვა. შეგახსენებთ, გონიოელები, ჯერ დაკანონებული და შემდგომ ჩამორთმეული ქონების უკან დაბრუნებას 2008 წლიდან ცდილობენ. 237 ოჯახიდან, საკუთრება ნაწილმა სასამართლოს გზით, ნაწილმა კი ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაიბრუნა. ამ დრომდე, საკუთრებისთვის, 25 ოჯახი იბრძვის.