17, სექტემბერი 2021 14:08:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი ნარკორეალიზატორია. სამართალდამცავებმა დაკავებები ქობულეთსა და ბათუმში განახორციელეს. ნივთმტკიცების სახით, ამოღებულია ნარკორეალიზაციის შედეგად მიღებული 8 000 ლარი და 44 აბი „სუბოქსინი“. გამოძიებით დადგინდა, რომ დამნაშავეები ნარკოტიკულ საშუალებებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა ადგილზე, სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდნენ. დანაშაულები 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.