23, სექტემბერი 2021 13:36:00
„სამართლიანმა არჩევნებმა“ მიმდინარე წლის კენჭისყრის მონიტორინგის მე-2 შუალედური ანგარიში წარადგინა. ISFED-ის ინფორმაციით, გამოვლენილია სხვადასხვა სახის 65 დარღვევა. მათ შორისაა ძალადობრივი წინასაარჩევნო კამპანია, ზეწოლა, მუქარა და შანტაჟი ოპონენტებზე. დოკუმენტში მოხვდა სუსი-დან გამოჟონილი სკანდალური ფაილები და პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, მედიაზე ძალადობის ფაქტებიც. ანგარიში 2021 წლის 31 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.