24, სექტემბერი 2021 20:41:00
სამართალდამცავებმა არასრულწლოვნის ჯგუფურ გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი 28 პირი დააკავეს. შემთხვევა ინდოეთის ქალაქ მუმბაიში მოხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
უცხოური მედიის ცნობით, 15 წლის გოგონაზე 9 თვის განმავლობაში ძალადობდნენ და მსხვერპლს, გამჟღავნების შემთხვევაში, ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ.
ცნობისთვის, ინდოეთში, 2012 წელს, ახალგაზრდა გოგონას ავტობუსში ჯგუფურად გაუპატიურების ფაქტს საზოგადოების აღშფოთება და საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ამის შემდეგ ინდოეთმა სექსუალური ხასიათის დანაშაულზე სასჯელი გაამკაცრა. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ამ სახის დანაშაულთან ბრძოლა სერიოზულ პრობლემად რჩება. ოფიციალური მონაცემებით, ინდოეთში 2020 წელს გაუპატიურების 28 046 ფაქტი დაფიქსირდა.