27, სექტემბერი 2021 12:48:00
"დიახაც ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის მიხედვით და კანონის ფარგლებში", - ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბოლო დროს, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ფარულ ფაილებს "ფაბრიკაცია" უწოდა და თქვა, რომ აღნიშნული ფაქტი შეთქმულება და შეტევაა როგორც ეკლესიაზე, ასევე სახელმწიფოს წინააღმდეგ.
"ეს არის ფაბრიკაცია, პირდაპირი შეთქმულება და შეტევა ეკლესიაზე, სახელმწიფოზე. რაც შეეხება მოსმენებს, მოსმენები ყველა ქვეყანაში ხორციელდება კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, მათ შორის ჩვენი სახელმწიფოც არ არის გამონაკლისი. ჩვენ, დიახაც ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის მიხედვით და კანონის ფარგლებში," - თქვა ღარიბაშვილმა.