27, სექტემბერი 2021 14:25:00
სუს-ის უფროსი, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ სკანდალზე პასუხისმგებლობას ირიდებს. გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, რომ უწყება პასუხისმგებელია ყველა იმ მოვლენაზე, რომელიც უსაფრთხოებას უკავშირდება, თუმცა, კითხვაზე იყო თუ არა გამოკითხვაზე დაბარებული, უკვირს თუ რა შუაშია თავად. ლილუაშვილის თქმით, "სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია მსოფლიოში". ფაილებიდან, რომლებმაც 13 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონა, ირკვევა, რომ სასულიერო პირებს და მათთან დაახლოებულ ადამიანებს სისტემურად უსმენდნენ. მასალებში მათი სატელეფონო საუბრები და პირადი ცხოვრების დეტალებია აღრიცხული.