27, სექტემბერი 2021 15:24:00
ხელვაჩაურის სამრეწველო ზონაში ახალი საწარმო შენდება. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი პროექტი მუნიციპალიტეტში, არანაკლებ 90 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთზე, საწარმოების მოწყობას ითვალისწინებს. რეგინის ხელისუფლების წარმომადგენლები ლამინატის საწარმოს მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ. მშენებლობის პირველი ეტაპის დასრულება და 100-მდე ადამიანის დასაქმება 6 თვეში იგეგმება.