ბათუმის ათეულობით სასტუმროში, სადაც ჩინური წარწერებია, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს - რისთვის ჩამოჰყავთ ჩინელები ქალაქში
საზოგადოება
ბათუმში მოქმედი ათეულობით სასტუმრო დღეს ვიზიტორებისთვის დახურულია. მათ უმრავლესობაში, სარემონტო სამუშაოები ერთიანად მიმდინარეობს. თითქმის ყველას, ფასადზე ჩინური წარწერით ბანერია მიმაგრებული. მაგალითად, ერთ-ერთია ლეონიძის ქუჩაზე, არსებული სასტუმრო „მარი“.
ასე, არავინ არაფერი იცის ტაბიძის ქუჩაზე მოქმედ კიდევ ერთ სასტუმროში. ირგვლივ მდებარე ობიექტებში ამბობენ, რომ დაახლოებით ერთი თვეა, რაც კვირაში ერთხელ, აქ რამდენიმე ჩინელი მიდის და სარემონტო სამუშაოებს ეცნობა.
ხელოსანმა, რომელიც აქ დაგხვდა, დამქირაველებელს დაუკავშირდა და გადმოგვცა, რომ აქ ოფისები განთავსდება. რისი, არ უთხრეს და თავადაც ამბობს, რომ არაფერი იცის.
ვიდრე ტერიტორიას დავტოვებდით, აქ სავარაუდოდ ის მოვიდა, ვინც მუშა ხელი დაიქირავა. ამბობს, რომ ყოფილი სასტუმროს პირველ სართულზე მაღაზია იქნება, მაგრამ არ აქვს ინფორმაცია, რა გაიყიდება.
ანალოგიური მდგომარეობა, მხოლოდ არაპრესტიჟულ სასტუმროებში არ არის. ჩინურ ბანერს და სარემონტო სამუშაოებს ნახავთ კაზინო „ინტურისტ ბათუმის“ ფასადზეც.
როცა შენობას ნოდარ დუმბაძის ქუჩიდან მოვუარეთ, ცოტათი გაკვირვებულები დავრჩით. აქ ის შეგვხვდა, ვინც, სულ ნახევარი საათით ადრე ტაბიძის ქუჩაზე მუშაობდა. შესაბამისად, გარდა ბანერებისა, ეს ფაქტიც ადასტურებს, რომ ორივე ობიექტს, სამუშაოებისთვის ერთი და იგივე დამკვეთი ჰყავს.
ყველა მისმართზე, სადაც მივედით, ამბობენ, რომ სარემონტო სამუშოები დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო. აღმოჩნდა, რომ სასტუმრო
ინტურისტის ერთ ნაწილში ჩინური რესტორანიც 25 დღის წინ გახსნილა. დაცვამ ახლა შენობის ამ მხარეს მოგვაკითხა.
სულ რამდენიმე დღეა, რაც ჩინური წარწერები გაჩნდა სამორინე „პრინცესას“ ფასადზე.
როგორც მცირე, ისე მსხვილი სასტუმროების დიდი ნაწილი რომ ჩინელი მიგრანტების კერძო საკუთრებად გადაიქცა, დღეს განცხადება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გაკეთდა. ოპოზიციამ მტკიცებულებად, სატელოფონო საუბრის ჩანაწერები მოიშველია, რომლითაც დასტურდება, რომ სასტუმროებში ადგილების დაჯავშნა უკვე შეუძლებელია. ხელისუფლების ოპონენტებს ეჭვი აქვთ, რომ რეგიონში ჩინელების მასიური ჩამოდინება, ინტერნეტ კაზინოების, კიბერლაბორატორიებისა და კრიპტო ვალუტის ცენტრების მოწყობას ემსახურება. კირთაძე ირწმუნება, რომ ჩინელი მიგრანტების დასახლების მიზნით, ბათუმში, 25-მდე კორპუსის აშენება იგეგმება.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩინელებისთვის მიმდინარეობს გოგოლის ქუჩაზე იმ შვიდი კორპუსის უნებართვო მშენებლობა, რომელიც ბათუმის მერიამ ვერ აღკვეთა. დღეს, არც ბათუმის მერიაში და არც აჭარის მთავრობაში, არ გვპასუხობენ, რა ხდება რეალურად რეგიონში, ჩამოდიან თუ არა ჩინელები ან რა მიზნით და რა ვადით. ტელეფონის ნომრები, რომლებიც ბანერებზეა მითითებული გამორთულია.
„ბათუმში, ტურისტებისთვის მიმზიდველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, ჩინელი მიგრანტების კერძო საცხოვრებლებად გადაკეთდა.“ - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის ბათუმის მერობის კანდიდატმა გააკეთა. ოპოზიციამ ფაქტის დასადასტურებლად სატელოფონო საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნა. გიორგი კირთაძე ამტკიცებს, რომ რამდენიმე სასტუმროში ადგილის დაჯავშნა უკვე შეუძლებელია. ხელისუფლების ოპონენტებს ეჭვი აქვთ, რომ რეგიონში ჩინელების მასიური ჩამოდინება, ინტერნეტ კაზინოების, კიბერლაბორატორიებისა და კრიპტო ვალუტის ცენტრების მოწყობას ემსახურება. კირთაძე ირწმუნება, რომ ჩინელი მიგრანტების დასახლების მიზნით, ბათუმში, 25-მდე კორპუსის აშენება იგეგმება. „ნაციონალური მოძრაობა“ უსაფრთხოების სამსახურს, აღნიშნული ფაქტით, დროულად დაინტერესებისკენ მოუწოდებენ,