21, ოქტომბერი 2021 17:01:00
დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ორი ფაქტი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე. მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და საბერძნეთის მოქალაქეების კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, დაახლოებით, 21 ათას 500 ლარის ღირებულების საიუველირო ნაკეთებები ამოიღეს. ერთ-ერთ ბრალდებულს ფულადი ჯარიმა დაეკისრა, უცხოეთის მოქალაქის საქმე კი, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.