05, ნოემბერი 2021 11:30:00
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის პირველი 3 კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 305 ადამიანი ემსხვერპლა.
სულ, ქვეყანაში 4 335 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აქედან, 123 სიმთვრალით იყო გამოწვეული, დაზარალდა 5 746 ადამიანი.
2021 წლის სამივე კვარტალში მომხდარი საგზაო შემთხვევების რაოდენობა 2020 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება, ლეტალობა 9,4%-ით შემცირდა, ხოლო სხეულის დაზიანება 15%-ით გაიზარდა.
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში (ივლისი-აგვისტო-სექტემბერი) მოხდა 1 573 საგზაო შემთხვევა, დაიღუპა - 116 და დაზიანდა 2 151 ადამიანი.
სტატისტიკის მიხედვით, საგზაო დარღვევების რიცხვი მზარდია, განსაკუთრებით კი იზრდება ისეთი უხეში დარღვევები როგორიცაა - საპირისპირო ზოლში მოძრაობა, გასწრების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება და სხვა.