25, ნოემბერი 2021 15:34:00
2022 წლის 1-ლი იანვრიდან, ბიზნესის ნაწილს თანამშრომელთა ტესტირება საკუთარი ხარჯებით მოუწევს. ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაში წერია. განკარგულების მიხედვით, სახელმწიფო მათ დაფინანსებას მომდევნო წლიდან შეწყვეტს. ხარჯების საკუთარ თავზე აღება მოუწევთ სავაჭრო ცენტრებს, მოლებს, ბაზრებს, საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტებს. საუბარია, ამ ტიპის იმ ბიზნესებზე, რომელთაც 30 და მეტი მომუშავე პირი ჰყავს. მათთვის სავალდებულო იყო, რომ ყოველ 14 დღეში ერთხელ 20% ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პსრ მეთოდით ყოფილიყო გატესტილი.