19, ოქტომბერი 2017 14:06:00
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ სტუდენტთა საცხოვრებლის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. პროექტის მიხედვით, საცხოვრებელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. შენობა 200 სტუდენტზე იქნება გათვლილი და მშენებლობა მომავალი სასწავლო წლისთვის უნდა დასრულდეს. პროექტისთვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 359 ათასი ლარია გამოყოფილი. 7 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ლეონიძის ქუჩაზე, აჭარის მთავრობამ უნივერსიტეტს უსასყიდლოდ გადასცა, სადაც 2018 წლის გაზაფხულზე საუნივერსიტეტო სპორტული კომპლექსისა და სასწავლო კორპუსის მშენებლობაც იგეგმება.