01, მაისი 2018 20:00:00
ანგისის სპორტული ბაზა ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ბათუმის მერი ესწრებოდნენ. მათ შეკრებისლებს სიტყვით მიმართეს და კომპლექსის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. მოგვაინებით, მთავრობის წევრებმა ბაზის ტერიტორია დაათვალიერეს. სპორტული ბაზის მშენებლობა 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა. ახალი ხელშეკრულება კი მერიამ ,,მონოლითი 2005“ - თან 2017 წლის მარტში გააფორმა. ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობისათვის ბათუმის ბიუჯეტიდან 4 116 170 ლარი დაიხარჯა.