07, მაისი 2018 20:03:00
შპს „სტადიონის“ დირექტორი სულხან ხალვაში თანამდებობას ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი სამუშაოდ კერძო სექტორში გადადის. აჭარის მთავრობაში განმარტეს, რომ ამ ეტაპზე ხალვაშს განცხადება წასვლის შესახებ არ დაუწერია. თუმცა დაადასტურეს, რომ შემცვლელს უკვე ეძებენ. ახალი ხელმძღვანელი სავარაუდოდ, კურორტ „გოდერძის“ დირექტორი, ზურაბ ჭურკვეიძე იქნება.