14, მაისი 2018 14:03:00
ბათუმში 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მზადებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ევროპის მოედანზე ბათუმელი სპორტსმენები და ახალგაზრდები, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ზურაბ პატარაძემ ოლიმპიადის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მსოფლიო დონის სპორტული ღონისძიების აღსანიშნავად, ევროპის მოედანზე სხვადასხვა გასართობი ღონისძიება გაიმართა. 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ,,ბათუმი 2018“ 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასში მსოფლიოს 189 ქვეყნის 4 ათასამდე წარმომადგენელი იქნება ჩართული.