21, აგვისტო 2018 20:45:00
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის პოსტი ზაურ ახვლედიანმა დაიკავა. ახალი ხელმძღვანელი დღეს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა წარადგინა. ზაურ ახვლედიანი მანამდე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტს ხელმძღვანელობდა. იგი ასევე 2013-16 წლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მონიტორინგის განყოფილების უფროსი იყო. 2014-16 წლებში კი ბათუმის საკრებულოს წევრი რესპუბლიკური პარტიის კვოტით. დღემდე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსის მოვალეობას მირზა ცეცხლაძე ასრულებდა.