1 184 ახალი შემთხვევა აჭარაში - რეგიონში ეპიდსიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება

კოვიდი აჭარაში

აჭარაში, ეპიდსიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება. ბოლო მონაცემებით, რეგიონში კოვიდით ინფიცირების 1 184 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ ეტაპზე, სამედიცინო დაწესებულებებში 596 ადამიანი მკურნალობს. მძიმეა 131 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 45 პირი. კლინიკურ-სასტუმროებში მოთავსებულია 562 მოქალაქე.

მეტის ნახვა