1 კვირაში კოვიდის 7 812 შემთხვევა გამოვლინდა - განახლებული სტატისტიკა

კოვიდი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს. NCDC-ის ცნობით, 10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით პერიოდში, ქვეყანაში, კოვიდის 7 812 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გასული კვირის მანძილზე გარდაიცვალა 7 ადამიანი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 764 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 72 073 ტესტი. ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელია 10.84%, ბოლო 14 დღის - 9.55%.

შეგახსენებთ, ცენტრის გადაწყვეტილებით, კოვიდსტატისტიკას კვირაში ერთხელ აცხადებენ.

მეტის ნახვა