5 154 ინფიცირებული ბოლო 1 კვირაში - კოვიდის განახლებული სტატისტიკა

კორონავირუსი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს. NCDC-ის ცნობით, 3 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით პერიოდში, ქვეყანაში, კოვიდის 5 154 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გასული კვირის მანძილზე გარდაიცვალა 3, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 338 ადამიანი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 659 კვლევა ტესტით.

შეგახსენებთ, ცენტრის გადაწყვეტილებით, კოვიდსტატისტიკას კვირაში ერთხელ აცხადებენ.

მეტის ნახვა