აჭარაში, ინფიცირებულთა სტატისტიკა საგანგაშოდ იზრდება - გუშინ, კოვიდი 1 958 პირს დაუდასტურდა

საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 1 958 აჭარაზე მოდის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, გარდაიცვალა 2, ხოლო გამოჯანმრთელდა 522 მოქალაქე.

ამ ეტაპზე, რეგიონში, 650 ადამიანი მკურნალობს. მძიმეა 132 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 51 ადამიანი. Covid სასტუმროებში 656 მოქალაქეა მოთავსებული.

მეტის ნახვა