ბავშვთა საავადმყოფოში მიმართვიანობა გაიზარდა - 7 მოზარდი რეანიმაციაშია, მათგან 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში მიმართვიანობა გაიზარდა. კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სამედიცინო დაწესებულებაში 65 კოვიდ პაციენტია.

თამარ ბახტაძის თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში 7 ინფიცირებული ბავშვია მოთავსებული. მათგან 4 ახალშობილია, ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობით.

მძიმეა 3 მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც ასევე რეანიმაციაში არიან.

58 პაციენტია პედიატრიულ განყოფილებაში.

მეტის ნახვა