ბოლო 1 კვირაში, საქართველოში, კოვიდის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გარდაიცვალა 1 ადამიანი

კორონა

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, ქვეყანაში, კოვიდ სტატისტიკის ერთი კვირის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემების მიხედვით, 9 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, საქართველოში, კოვიდინფიცირების 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 697 ადამიანი, 1 პაციენტი კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 97 625 ტესტი (86 222 ანტიგენ ტესტი, 11 403 PCR ტესტი). მათივე ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ის 0.62%-ს შეადგენს.

მეტის ნახვა