დაწესდება თუ არა კოვიდ შეზღუდვები? - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

ზურაბ აზარაშვილი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე განცხადებას აკეთებს. ზურაბ აზარაშვილის შეფასებით, "საკმაოდ მშვიდი სიტუაცია გვაქვს, არის ინფიცირების შემთხვევები, თუმცა, სრულად მართვადი".

მისივე განმარტებით, შეზღუდვების შემოტანის საფუძველი არაა და არც იქნება.

"ეპიდვითარებას რაც შეეხება, საკმაოდ მშვიდი სიტუაცია გვაქვს. არის ინფიცირების შემთხვევები, თუმცა, სრულად მართვადია. არის მინიმალურ ზღვარზე. მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, რომ არანაირი ნერვიულობის და სტრესის საფუძველი არ არსებობს. ვისაც ესაჭიროება მკურნალობა ჰოსპიტალში, ჩვენ მზად ვართ, რომ ვუმკურნალოთ ჰოსპიტალში, ვისაც სიმძიმიდან და რისკიდან გამომდინარე ესაჭიროება კოვიდის სამკურნალო კონკრეტული მედიკამენტი პაქსლოვიდი, შეგვიძლია, ეს მედიკამენტიც შევთავაზოთ. ასევე, მსურველებს შეუძლიათ აცრების გაგრძელება და ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ვაქცინებს...

არაფერია საშიში, არაფერია საპანიკო, შეგვიძლია მშვიდად, ინფიცირების შემთხვევაში გადავიტანოთ, ვიმკურნალოთ და ეს რომ იყოს რაიმე შეზღუდვების, თუ ჩაკეტვის, თუ რაიმე აკრძალვების შემოტანის საფუძველი - ეს ასე არაა და არც იქნება.

პირბადეების გამოყენების საჭიროება არ არის, თუ ვინმეს უნდა გამოყენება, ამას ვერ ავუკრძალავთ", - თქვა აზარაშვილმა.

მეტის ნახვა