გარდაიცვალა 4, დაინფიცირდა 1 167 მოქალაქე - ეპიდსიტუაცია აჭარაში

კოვიდი

1 167 ინფიცირებული და 4 გარდაცვლილი - ეს აჭარაში, გასული დღის კოვიდ სტატისტიკაა. მონაცემებს რეგიონის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ბოლო 24 საათი, კორონავირუსი დაამარცხა 535 მოქალაქემ. ამ ეტაპზე, კოვიდზე მკურნალობს 4 793 პირი, მათგან 601 სამედიცინო დაწესებულებებში, 612 - კოვიდ სასტუმროებში, 3 580 - ონლაინ კლინიკაში.

ცნობისთვის, დღეს, საქართველოში, ინფიცირების უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა. კორონავირუსი 11 000-ზე მეტ მოქალაქეს დაუდასტურდა.

მეტის ნახვა