კლინიკებში მომუშავე პერსონალში კოვიდით ინფიცირებულთა წილი 49.7%-ს შეადგენს - NCDC-ის ანგარიში

კოვიდი კლინიკა

2022 წლის 1-ელი ივლისის მდგომარეობით, სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალში ინფიცირებულთა წილი 49.7%-ს შეადგენდა. ამის შესახებ კოვიდ 19-თან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

მონაცემების თანახმად, მათ შორის ექიმებში დაინფიცირებულთა წილი 42% იყო, ექთნებსა და სანიტრებში - 53%-53%, არასამედიცინო პერსონალში - 28%.

ამასთან, ნათქვამია, რომ 2020-2022 წლებში სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალში ინფიცირებულების 80% 30- დან 70 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე მოდიოდა. მომუშავე ქალთა შორის ინფიცირებულთა წილმა 40.5%, მომუშავე კაცებში - 33.9% შეადგინა.

მეტის ნახვა