კორონავირუსით მღვდელმსახური, გიორგი კირკიტაძე გარდაიცვალა

გიორგი კირკიტაძე

კორონავირუსით ნეკრესის ეპარქიის მღვდელმსახური, სოფელ გიორგეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი კირკიტაძე გარდაიცვალა.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სასულიერო პირი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.

„სოფელ გიორგეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი კირკიტაძე 2004 წლიდან მსახურობდა სოფელ გიორგეთის ტაძარში და წლების განმავლობაში დაუღალავად ზრუნავდა ეპარქიის კიდევ რამდენიმე ტაძრის სამწყსოზე. მღვდელი გიორგი ბოლო პერიოდის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა, რადგან კორონავირუსით დაინფიცირებამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა. მამა გიორგის დაკრძალავენ შაბათს, 2022 წლის 29 იანვარს, 14:00 საათზე სოფ. გიორგეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში. მწუხარებას გამოვთქვამთ მღვდელ გიორგის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს“, - წერია ინფორმაციაში.

მეტის ნახვა