"ომიკრონი" - მოსალოდნელი საფრთხეები

კორონავირუსის ყველაზე სწრაფად გავრცელებადი შტამი,  ომიკრონი, ძალებს ყოველდიურად იკრებს. ინფიცირებულთა რაოდენობაც რეკორდულ ნიშნულს აღწევს. ერთადერთი რაც პოზიტიურად შეიძლება ჩაითვალოს, მისი მსუბუქი მიმდინარეობაა. განსხვავებით წინა შტამებისგან, მისი სტაციონარული შემთხვევები  დაბალია. ახალი შტამი განსაკუთრებით, კოვიდ გადატანილებს ებრძვის. ხშირია შემთხვევა, როცა პირი ინფიცირებულია, თუმცა სწრაფი ტესტის მეშვეობით დაავადება სწყის ეტაპზე არ დასტურდება. როგორ უნდა ამოვიცნოთ ომიკრონის შტამი  და როგორია მისი მიმდინარეობა. ვნახოთ სიუჟეტი

ყელის ტკივილი, სურდო, სახსრების ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება და ტემპერატურა - ეს, ახალი, ომიკრონ შტამის ძირითადი სიმბტომებია. იგი, წინა შტამებისგან განსხვავებით, სწრაფი გავრცელებით გამორჩევა. შესაბამისად ინფიცირებულთა რადენობა, მსოფლიოსთან ერთად, საქართველოშიც, ყოველდღიურად რეკორდულად იმატებს. ხშირ შემთხვევაში, მას, პირველ დღეებში, სწრაფი ტესტი ვერ ავლენს და საჭირო ხდება „პისიარის“ გაკეთება. მკურნალობის მიხედვით, განსხვავებულია მედიკოსების მიდგომაც.

ინფიცირების შემთხვევაში, ტესტების მიერ, ვირუსის ვერ დადასტურებას, ეპიდემიოლოგები იმით ხსნიან, რომ მოქალაქეები, შემოწმებას, ძირითადად, დაავადების ინკუბაციის პერიოდში იტარებენ. ეს ყოველივე კი, სატესტო დაწესებულებების გადატვირთვასაც ახდენს. ნინო გუგუშვილის თქმით,  გახშირდა რეინფიცირების შემთხვევებიც.

ომიკრონის პარალელურად, ზამთრის სეზონიდან გამომდინარე, სხვა რესპირატორული ვირუსებიც დომინირებს, რომელიც, სპეციალისტების თქმით, კორონავირუსის სიმბტომებს ჰგავს. ეს კი,  ხშირად, მოქალაქეებში დაბნევას იწვევს. გია კიკაბიძის თქმით, ნებისმიერი ვირუსის შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია.

ქვეყანაში  ომიკრონი უკვე  დომინანტი გახდა. ინფიცირებულთა 80%-ს, სავარაუდოდ, „ომიკრონი“ აქვს. კორონავირუსის შემთხვევებმა, საქართველოში, საერთო ჯამში, მილიონს გადააჭარბა. ამ ფონზე კი, თებერვლის დასაწყისიდან,  ეპიდემიოლოგები, მეექვსე  ტალღის აფეთქებას პროგნოზირებენ.  სპეციალისტების ვარაუდით, ყოველდღიური მაჩვენებელი 60 ათასს მიუახლოვდება. ექიმები მთავარ გამოსავლად, რეგულაციების დაცვასთან ერთად ვაქცინაციას ხედავენ.

მეტის ნახვა