რამდენ წუთში შეიძლება გადაედოს ინფიცირებულიდან ჯანმრთელს ომიკრონი? - ივანე ჩხაიძის განმარტება

ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განმარტებით, თუ მომდევნო კვირასაც იქნება შემთხვევების გაორმაგება, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ზაფხულის განმავლობაში იყოს მნიშვნელოვანი მატება.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, ომიკრონის შემთხვევაში კორონავირუსი ინფიცირებულიდან ჯანმრთელს გადაედოს შეიძლება 1 წუთის განმავლობაში გადაედოს.

„თუ ჩვენ ვამბობდით, რომ 15 წუთიანი კონტაქტია საჭირო რომ ავადმყოფიდან ჯანმრთელს გადაედოს კორონავირუსი, ომიკრონის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს 1 წუთის განმავლობაში. თუ ჩვენ მომდევნო კვირასაც მივიღეთ შემთხვევების გაორმაგება, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ჩვენ ზაფხულის განმავლობაში გვქონდეს მნიშვნელოვანი მატება" - თქვა ჩხაიძემ.

მეტის ნახვა