ახალი ამბები • 1752840046
13 ივნისის ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა
საზოგადოება
1655101260
21 დაღუპული, 2 დაკარგული და ათასობით დაზარალებული – 13 ივნისის ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა. 2015 წელს, ზაფხულის წვიმა დიდი სტიქიის მიზეზი გახდა.
მდინარე ვერეს ადიდებით განვითარებულმა მოვლენებმა დედაქალაქსა და მის შემოგარენში საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა დააზიანა.
ტრაგიკული მოვლენები დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა. ამის შემდეგ, მდინარემ გვირაბის გარღვევა შეძლო და მტკვარს შეუერთდა. ბოლო პერიოდის უპრეცედენტო მასშტაბის სტიქიამ მთლიანად გაანადგურა ზოოპარკის ტერიტორია, რასაც ბინადართა ნაწილიც ემსხვერპლა.
13 ივნისის დღე ტრაგედიასთან ერთად, ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლოდაც იქცა.
13 ივნისს გარდაცვლილები:
- ნუგზარ ბუაძე;
- დავით გაბიტაშვილი;
- ჟანა ეგიაზაროვა;
- ნანა ფილიშვილი;
- ელზა ზარანდია;
- ინდირა ზარანდია;
- გურამ პეტრიაშვილი;
- მარიამ ქუთელია;
- ნინა შუტკოვა;
- ივლიტა ჯიბუტი;
- ნატა ნინაშვილი;
- სულიკო ნოზაძე;
- ზურაბ მუზაშვილი;
- კარპო ენუქიძე;
- ოთარ ცუხიშვილი;
- ელიზბარ ბაღაშვილი;
- გივი დვალი;
- ლიანა ეგიაზაროვა;
- სვეტრალა ეგიაზაროვა;
- მალხაზ ჭიტაძე;
- გულიკო ჭიტაძე.
13 ივნისს დაკარგულები:
- სერგო კაპანაძე;
- ბექა ბუთურიშვილი.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა