ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა - რა წერია დოკუმენტში?

ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა დღეს საჯაროდ განიხილეს. დოკუმენტს კენჭი უახლოეს საკრებულოს სხდომაზე უნდა უყარონ. ოპოზოცია ფიქრობს, რომ მმართველი გუნდი მას ჩააგდებს, რადგან თავად შემსრულებელმა კომოანიამაც აღიარა, რომ ამბასადორისა და რივიერას პროექტები შეუსაბამოა. ხელისუფლების ოპონენტებს არ აკმაყოფილებთ მოცემულობაც, რომლის მიხედვითაც კომპანიიისთვის მიცემულ დავალებაში არ იყო მოთხოვნა, წამოდგენილი ყოფილიყო გონიოს სანაპირო ზოლის განვითრების პროექტიც.

ოპოზიცია ამბობს, რომ დოკუმენტის მორიგი განხილვისას, რომელიც უკვე საკრებულოს სხდომაზე შედგება, ბევრად მომზადებულები მივლენ. ისინი დოკუმენტს, ფაქტობრივად, პირველად დღეს საჯარო პრეზენტაციაზე გაეცნენ. ამბობენ, რომ კონცეფცია მოსწონთ, თუმცა არის კითხვები, რომლებზეც პასუხებს მერიისგან მოითხოვენ.  ესძირითადად მშენებლობებს შეეხება.

სად და როგორ მოიყრის თავს ღამის კლუბები და საერთოდ, საჭიროა თუ არა ისინი რეკრეაციულ ზოლში, ეს მორიგი კითხვა იყო, რომელიც ოპოზიციას გაუჩნდა.

გარდა იმისა, რომ მყარი ნაგებობების არსებობა სანაპიროზე აკრძალულია, სანაპირო დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად, პლაჟზე, აკრძალულია ისეთი ობიექტის არსებობაც, რომელიც ადამიანების მასიური თავშეყრის ადგილი შეიძლება იყოს, ამიტომ, გეგმაზე მომუშავე კომპანიამ, ღამის კლუბები შემდეგნაირად გაანაწილა.

„ბაუ დიზაინი“-ს მიერ მომზადებულ დოკუმენტში წითლადაა მონიშნული ობიექტების ნუსხა, რომლებიც უნდა დაინგრეს. მათ შორისაა სამეთვალყურეო კოშკები, რომლებიც ჩაბეტონებულია და როგორც აღმოჩნდა ევროპულ სტანდარტებზე ბევრად დიდი ზომისაა.

დოკუმენტი არ მოიცავს გონიოს სანაპირო ზოლის განვითარების გეგმას. კომპანიამ მხოლოდ იმ ტრაექტორიის განაშენიანების გეგმაზე იმუშავა,  რომელიც საკადასტრო მონაცემებით, ბულვარს ეკუთვნის და რაზეც დავალება მიიღეს, ამიტომ ოპოზიცია გეგმავს, კრიტიკული კითხვებით, მერიას სხდომაზე ამ ნაწილშიც მიმართოს.

დოკუმენტის ავტორები ფიქრობენ, რომ იქ, სადაც ამბასადორია და სადაც რივიერას მშენებლობა იგეგმება, ბულვარს რეკრეაციული ზოლი უნდა ჰქონდეს, თუმცა, დოკუმენტში ეს საკითხი ვერ მოხვდა. ტერიტორია მონიშნულია, როგორც კერძო საკუთრება. იმ ვარაუდით, რომ ეს შეფასება „ქართულ ოცნებას“ არ მოეწონება და ფაქტი, რომ დღევანდელ საჯარო განხილვას უმრავლესობიდან არავინ ესწრებოდა, ოპნენტებს აძლევთ საფუძველს იფიქრონ, რომ დკუმენტს სხდომაზე თავად მმართველი გუნდი ჩააგდებს.

საჯარო განხილვას არც სამოქალაქო სექტორი ესწრებოდა. თუ დოკუმენტი საკრებულოზე დამტკიცდება, დღის წესრიგით მისი განხორციელების ეტაპები უნდა დაიგეგმოს. როგორც აღმოჩნდა, სახელმძღვანელო დოკუმენტის სისრულეში მოყვანისთვის, დრო განსაზღვრული არ არის. ანუ დაუზუსტებელია, რა ვადაში უნდა მოვიდეს ბულვარი დოკუმენტთან შესაბამისობაში.

ბათუმის ბულვარის განაშენიანებისა და კონსერვაციის გეგმის შედგენაზე, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია - „ბაუ დიზაინმა“ იმუშავა. მას ბულვარის ადმინისტრაცაიმ 400 000 ლარი გადაუხადა.

მეტის ნახვა