ბათუმის საცხენოსნო კლუბი სავალალო მდგომარეობაში

ბათუმის საცხენოსნო კლუბი სავალალო მდგომარეობაში. მათ ვინც, ჯირითითა და  ცხენოსნობითაა დაინტერესებული, ტურისტული ქალაქის თვითმმართველობა დიდს ვერაფერს სთავაზობს. მეტიც სპორტის ამ სახეობის მოყვარულებისთვის გონიოში მდებარე მეურნეობა შესაძლოა საფრთხის შემცველიც კი აღმოჩნდეს. ტერიტორია ხშირად იტბორება. შედეგად ცხოველები ავადდებიან. რატომ არ ექცევა ტურისტულ ქალაქში სპორტის ამ სახეობას სათანადო ყურადღება?

ეს გზა ბათუმის საცხენოსნო კლუბამდე მიდის. ვიდრე მეურნეობამდე  მიაღწევთ, ცხენოსნობის მოყვარულებსა და ჯირითობით დაინტერესებულებს, ამ სურათის ნახვა და ამ ტერიტორიის გავლა მოგიწევთ. ამან შესაძლოა უკან დაბრუნებაც კი გადაგაწყვეტინოთ. თუკი გზა განაგრძეთ და ობიექტამდე მიხვედით, ჭიშკარი ღია დაგხვდებათ, თუმცა, მის მიღმა არსებული მდგომარეობა, იქ შესვლის სურვილსაც დაგიკარგავთ. ეზოში არსებული სიტუაცია უკვე ყველაფერზე მეტყველებს.

შენობის გარეფასადი ასე მოხატეს. საცხენოსნო კლუბის ტერიტორიაზე ეს ალბათ ერთადერთი დეტალია, რამაც შესაძლოა,  სპორტის ამ სახეობით დაინტერესებულების მოწონება დაიმსახუროს. აქაურობა დაუსუფთავებელია. გარეთ არსებული სავალალო მდგომარეობის პარალელურად  კი მოწესრიგებული არც შიდა ნაწილია. ადლიის დასახლებაში მდებარე ბათუმის საცხენოსნო მეურნეობის ტერიტორიაზე, ჯამში 18 ცხენი ჰყავთ.

„ავანტაჟის“ სახელს კიდევ ბევრი წარმატება უკავშირდება. მწვრთნელი ამბობს, რომ მის ანგარიშზე არაერთი საპრიზო ჯილდო ირიცხება, სახელიც, სწორედ, „გამარჯვებას“ ნიშნავს. გიორგი წინწიბაძეს გული სწყდება, რომ აქ, საკუთარი ძალებით შესაფერისი პირობების შექმნას ვერ ახერხებს.  არადა ცხენებს კარგი თავლის გარდა, კიდევ სხვა ბევრი საჭიროება აქვთ.

ჯილდოები არ დაუთვლია, თუმცა ვარაუდობს, რომ საცხენოსნო კლუბის ანგარიშზე 60-მდე სერტიფიკატი და აღიარება დევს. მეორე და მესამე ადგილები მსოფლიო ჩემპიონატებზე დაბრკოლებათა გადალახვაში, საქართველოს ჩემპიონობა მწვრთნელებსა და სპორტსმენებს შორის - კედელზე გამარჯვებების დამადასტურებელი სერტიფიკატები მრავლდადაა. ამის მიუხედავად, წუხს, რომ თავლებში ასეთი სიტუაციაა.

გიორგი წინწიბაძე- ბათუმის საცხენოსნო კლუბის მთავარი მწვრთნელი პრობლემაა საწვრთნელი მოედნის გაუმართაობა. ინსტრუქტორი ამბობს, რომ ძალიან ხშირად ვარჯიშზე უარის თქმა, იმის გამო უწევთ, რომ ტერიტორია იტბორება. ეს კი, საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც ცხენების, ასევე იქ დასაქმებულებისა და სპორტის ამ სახეობით დაინტერესებულების ჯანმრთელობას. იხსენებს რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს.

პრობლემაა ისიც, რომ არსებობს საწყობის დატბორვის საშიშროებაც, სადაც ცხენებისთვის განკუთვნილ თივას ინახავენ. დისკომფორტია მისასვლელი მოუწესრიგებელი გზა.

ნოდარ დუმბაძე, რომელიც საცხენოსნო კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელია, ამბობს, რომ ქალაქის თვითმმართველობას ტერიტორიის მოწესრიგების ნება არ აქვს. ამას კი, ოპოზიციის წევრი შემდეგი, მიზეზით ხსნის:

რატომაა ტურისტულ ქალაქში საცხენოსნო კლუბის მდგომარეობა სავალალო? კითხვების დასმა გვინდოდა აიპის დირექტორისთვის. დურსუნ ბერიძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს დღეს არ უპასუხა.

მეტის ნახვა