ბათუმში, ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

"სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის", - ასე ჰქვია ახალ პროექტს, რომლის პრეზენტაციაც ორგანიზაციამ - "ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის" გამართა. შეხვედრა სამთავრობო, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის შედგა.

ისაუბრეს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების როლზე, რათა მეტად იქნეს დაცული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა უფლებები, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზეც. დაიგეგგმა თემატური შეხვედრებიც, რათა უკეთ გამოიკვეთოს ხარვეზები მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე.

ღონისძიების ორგანიზატორებმა შეაჯამეს უკვე განხორციელებული პროექტი, რომელიც შშმ პირთა უფლებების დაცვას და გაძლიერებას ითვალისწინებს.

მეტის ნახვა