დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების როლი და მნიშვნელობა

ალტერნატიული სივრცე დიალოგისთვის, სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის დაახლოებისთვის, დისკუსიებისთვის, დებატებისთვის, სადაც წესები ყოველთვის მკაცრადაა დაცული - ეს ახალი გარემო, ჩვენმა ქალაქმა 2012 წლიდან შეიძინა, იმ დროიდან როცა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი გახსნა. 10 წლის წინ, მისი მთავარი მიზანი და ამოცანა, საპარლამენტო არჩევნებში სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერა იყო, თუმცა სწორედ იმის გამო, რომ მალევე მოიპოვა ნდობა და ყველამ დაინახა მუიკერძოებელი გარემო, დღემდე უცვლელად მოვიდა. რა როლი და მისია შეასრულა არსებობის მანძილზე ცენტრმა, როგორია შედეგები, რომლებიც მის არსებობას მოჰყვა.

სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფა არჩევებზე და კენჭისყრიდან კენჭისყრამდე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისთვის ეს ყოველთვის მთავარი ამოცანა იყო. ცენტრი, მეტი გამჭვირვალობისთვის, საარჩვენოდ  მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიოდა. ეს კომენტარი 2017 წლის არქივიდანაა.

ჩვენს ქალაქში, ამერიკის  საელჩომ, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი 2012 წელს დააფუძნა. მაშინაც, მიზანი საპარლამენტო არჩევნებში ჩართულობის მხარდაჭერა იყო. შემდეგ კი მიზნობრივად გახსნილი ცენტრი, გახდა თავისუფალი სივრცე ყველასთვის და მას არსებობასთან ერთად აქტუალობა, დღემდე არ დაუკარგავს.

ამ ერთ-ერთი უკანასკნელი შეხვედრის გარდა, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, უამრავ, არანაკლებ მნიშვნელოვანი შეხვედრის ისტორიას ინახავს. აქ განიხილებოდა და წყდებოდა რეგიონისთვის, ქალაქისთვის, კონკრეტული ფოკუს ჯგუფებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. იგეგმებოდა ქალაქის ბიუჯეტი, ეწყობოდა დისკუსიები მეტი დემოკრატიის უზრუნველსაყოფად, იმართებოდა ცხარე პოლიტიკური დებატები, მსჯელობები თვითმმართველობის როლზე. ეს გახდა ერთგავრი ნეიტრალური პლატფორმა, რომელიც მაღალი სანდოობით სარგებლობდა და 10 წლის შემდეგაც სარგებლობს.

ჟურნალისტი, მაია მერკვილაძე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დაგეგმილი შეხვედრების მონაწილე არაერთხელ ყოფილა. იყო როგორც რიგირთი მსმენელი, როგორც მხარე, შეხვედრის ავტორი. ცენტრის როლსა და მნიშვნელობას დღეს ასე აფასებს - ამბობს, რომ ეს იყო ახალი ევროპული სივრცე ქალაქში.

დატვირთული ბრიფინგებით, განცხადებებით, შეხვედრებით, დისკუსიებით, პოლემიკით, დებატით - დემოტრაკიული ჩართულობის ცენტრი იყო და დღემდე რჩება მიუკერძოებელ სივრცედ სამოქალაქო აქტივისტებისთვის, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, საჯარო და კერძო სექტორისთვის, რელიგიური კონფესიებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, მედიისთვის, დაცლილი ძალადობისა და დისკრიმინაციისაგან.

ცენტრი, შეხვედრების ორგანიზებით და ფოკუს ჯგუფებისთვის სივრცის დათმობით, ზრუნავდა ისეთი გამოწვევების დაძლევაზე, როგორებიცაა, ქალთა და უმცირესობათა პრობლემები, სახელმწიფო რეფორმებისა და დეზინფორმაციების შესახებ ცნობიერების ამაღლება, უწყობდა ხელს დიალოგის გაძლიერებას და ადგილობრივი პრობლემების დაძლევას.

მეტის ნახვა