ევროპული მარში თბილისის პარალელურად, ბათუმშიც გაიმართება

ევროპული მარში თბილისის პარალელურად, ბათუმშიც გაიმართება. მოქალაქეები, ცენტრალური პარკის კოლონადებთან შეიკრიბებიან. ისინი მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გადაინაცვლებენ. აქ დამონტაჟებული იქნება სცენა, სადაც, გამომსვლელები ევროპულ ღირებულებებსა და საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

სამოქალაქო აქტივისტები ხელისუფლებას შეახსენებენ, რომ ქართველი ხალხის და ქვეყნის კეთილდღეობისთვის, აუცილებელია, შესრულდეს ევროსაბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

მეტის ნახვა