"მაგ სიმართლით იარეთ" - აქცია აჭარის მთავრობასთან

აქცია

ნინია მესხიძე

ამ წუთებში, აჭარის მთავრობასთან აქცია მიმდინარეობს. ოპოზიცია და ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები, გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის საქმის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ.

ოპოზიციის წევრები, მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები თანაგუნდელის სიკვდილს მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან განხორციელებულ ზეწოლასა და შანტაჟს უკავშირებენ. სწორედ ამიტომ, შეკრებილები, მამა-შვილი რიჟვაძეების გადადგომას ითხოვენ. ადმინისტრაციულ შენობასთან მოქალაქეებს ბანერები აქვთ, წარწერებით: ,,გადადგეს თორნიკე რიჟვაძე". გარდა ამისა, შეკრებილები ითხოვენ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას - "თავისუფლება სამშობლოს მშენებელ მიხეილ სააკაშვილს"- წერია ერთ-ერთ ტრანსფარანტზე.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატის გარდაცვალებას, ხელისუფლების ოპონენტები, მმართველი პარტიის მხრიდან, მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და პოლიტიკურ ტერორს უკავშირებენ.

მეტის ნახვა