მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისგან დაცლილი საზოგადოება

ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელიც მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობისგან დაცლილია. ველოდებით მიზერულ ხელფასზე დასაქმებულ ხანდაზმულ მეეზოვეს, რომელიც ჩვენი ჭიშკრის წინ არსებულ ტროტუარს თოვლისგან გაწმენდს. პასუხისმგებლობისგან დაცლილია ბიზნეს-სექტორიც. ისინი არც თავიანთ მომხმარებლებზე ფიქრობენ. მათთან მისვლა ადამიანებს ხშირად, რისკის ფასად, თოვლიანი გორების გადალახვის შემდეგ შეუძლიათ.

მოქალაქეთა დიდი ნაწილი თვლის, რომ ტროტუარიდან თოვლის აღება თვითმმართველობის ვალდებულებაა. თავის მხრივ, ასეთი განწყობების შემცირებასა და ცნობიერების ამაღლების კუთხით ხელისუფლება არაფერს აკეთებს.

რატომ ვერ იაზრებს ხალხი მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, რატომ არ ცდილობს პრობლემასთან გამკლავებას ხელისუფლება სამოქალაქო აქტივისტებთან და მოქალაქეებთან ერთად ან რატომ არ აქტიურობს ამ მხრივ მმართველი პარტია? 

მეტის ნახვა