მშობლებმა შვილს, რომელიც მათ მოკვლით ემუქრებოდა, გირაო გადაუხადეს

დაკავება

qartli.ge-ს ინფორმაციით, მშობლებმა შვილს, რომელიც მათ მოკვლით ემუქრებოდა, გირაო გადაუხადეს. ბრალდებულმა წინასწარი დაკავების იზოლატორი მეორე დღესვე დატოვა.

,,ჩვენ გვინდოდა, რომ პოლიციას შეეშინებია ის ერთი დღით. რა ვიცოდით, რომ ასეთი ამბავი მოყვებოდა. ნამდვილად არ ვიფიქრებდით, რომ პატიმრობაში გაუშვებდნენ.'' - განაცხადა ბრალდებულის დედამ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს გირაოს სახით 5 ათასი ლარი ჰქონდა შეფარდებული.

44 წლის კაცს მშობლების სიცოცხლის მოსპობის მუქარა ედებოდა ბრალად. მას დედ-მამასთან მიახლოება აკრძალული აქვს. შემთხვევა 17 აგვისტოს კასპში მოხდა.

პროკურორი ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო. ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ გაასაჩივრებს. პროკურორ ნიკა მახარაძის ინფორმაციით, შვილი მშობლებთან ერთად ცხოვრობს და შესაძლოა დანაშაული კიდევ განმეორდეს.

ბრალდებულმა განმარტა, რომ მან მხოლოდ სიტყვიერად უთხრა მშობლებს რაღაც, რადგან მისი თქმით, მშობლებს საკუთარი თანხა მოსთხოვა.

მეტის ნახვა