პროექტი უკრაინელი მოზარდების ფსიქორეაბილიტაციისათვის

ქართულ ასოებს, უკრაინელი ბავშვები უკვე რამდენიმე დღეა სწავლობენ. შედეგი სახეზეა. მათ უკვე იციან ქართული ანბანის ის რამდენიმე ასო, რომელიც მშობლიურ ენაში არ აქვთ.

 

უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან, მოზარდები, ბათუმში, ფონდმა „ალილო 2015“-მა შეკრიბა. ჯგუფი მონაწილეა პროექტის - „ბავშვებს უნდათ მშვიდობა“. ჩვენი ქალაქი, წელს მათ მეორედ მასპინძლობს. მონაწილეები, უკრაინაში, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლების შვილები არიან.

 

ომს არ იმსახურებენ და არც უნდათ. შინ მშვიდობას ნატრობენ. მიუხედავად იმისა, ახლა ცხელი წერტილებისგან შორს არიან, მეომარი მამები არ ავიწყდებათ. ამ ანგელოზებსაც მათთვის აკეთებენ. ითხოვენ, დაიცვან ყველას სიცოცხლე, ვინც უყვართ.

 

ეზიარონ ქართულ კულტურას, გაიცნონ ისტორია, დამეგობრდნენ ქართველ თანატოლებთან, ერთობლივად ჩაერთონ შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში - ეს პროექტის ამოცანაა, თუმცა მიზანი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი - გაერიდნონ ომს, არ გახდნენ აგრესიის მსხვერპლნი და მოხდეს მოზარდების ფსიქორეაბილიტაცია.

 

ფონდ „ალილოში“ ამბობენ, რომ მსგავსი შინაარსის პროექტი და აქტივობა, მეტად აჩვენებს აგრესიის შედეგებს და იმას, რომ ბავშვები, რომლებიც ამ გარემოში იზრდებიან, ბევრად მეტ ყურადღებას საჭიროებენ. სწორედ ამიტომაც დაიგეგმა წელს, უკრაინაში, საომარი მოქმედებების ზონაში მცხოვრები მებრძოლების შვილების ჩამოყვანა.

 

საქველმოქმედო ფონდ „ალილო 2015“-ის ორგანიზებით, პროექტი - ბათუმში მეექვსედ ხორციელდება. 2016-19 წლებში, ფონდმა საქართველში 130 უკრაინელ მოზარდს უმასპინძლა. 2018-19 წლებში კი 20 ქართველი ბავშვი გაემგზავრა ხერსონსა და ლვოვში. წელს, ივლისში, სულ 25 მოზარდი, ოკუპირებული ოლქებიდან, 14-14 დღით ჩამოვიდნენ.

მეტის ნახვა