პროტესტი აჭარის მთავრობასთან - ენმ მამა-შვილი რიჟვაძეების გადადგომას ითხოვს

ნაციონალური მოძრაობის წევრები მამა-შვილი რიჟვაძეების გადადგომას ითხოვენ. ამ მიზეზით, ისინი, აჭარის მთავრობის შენობასა და მთავარ სამმართველოსთან აქცია შეიკრიბნენ.

ოპოზიცია და ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები, გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატის გარდაცვალებას, ხელისუფლების ოპონენტები, მმართველი პარტიის მხრიდან, მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და პოლიტიკურ ტერორს უკავშირებენ.

ადმინისტრაციულ შენობასთან აქტივისტებმა მიიტანეს ბანერები წარწერებით: ,,გადადგეს თორნიკე რიჟვაძე", "თავისუფლება სამშობლოს მშენებელ მიხეილ სააკაშვილს".

მეტის ნახვა