ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე

 

ფემიციდს, სოციუმში რამდენიმე მიზეზი აქვს: ერთ-ერთი მთავარია, კონკრეტული საზოგადოების კულტურა, რომელიც აღიარებს კაცის დომინანტ როლს, მას მოსდევს ქალზე ძალაუფლების და კონტროლის მიზნით რელიგიის გამოყენება. მიზეზებს შორისაა, ეკონომიკური ფაქტორები, მენტალური ჯანმრთელობა, წამალდამოკიდებულება, თუმცა ამ მიზეზებს, ფემიციდის სტატისტიკაში ვერ ნახავთ. სახელმწიფო, მხოლოდ ციფრებს ითვლის. მოტივის არ ადგენს, რაც დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთი ხელშემშლელი მიზეზია.

სახელმწიფო, მსხვერპლს, ხშირად ვერც მაშინ იცავს, როცა სამართალდამცავ ორგანოს, ძალადობის ფაქტზე ინფორმაცია აქვს. მსხვერპლი მიმართავს პოლიციას, თუმცა მოძალადისგან ვერ იცავენ. სწორედ ამიტომ, თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ რეკომენდაცია, პატრულ-ინსპექტორებმა, დახვეწონ გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულისას ქცევის ინსტრუქცია.

მოძალადისთვის ხელის დაფარება მეზობლის, ნათესავის ან/და ოჯახის წევრის მიერ - ეს დამატებითი დაბრკოლებაა პრევენციისთვის, რის გამოც, სასამართლოს, სამართლიანი განაჩენი ვერ გამოაქვს, თუმცა სასამართლოსთან სხვა შენიშვნები არსებობს. როგორც აღმოჩნდა, გენდერული სტერეოტიპები მართლმსაჯულებაშიც მძლავრადაა.

ქვეყანაში კიდევ ერთი პრობლემაა. ბევრი ადვოკატი, დამნაშავეს, როგორც ბრალდებულს იცავს. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, სხვადასხვა ფოკუს ჯგუფისთვის, საგანმანათლებლო პროგრამები განახორციელოს და შექმნას სტრატეგია, რომლითაც საზოგადოებაში სტერეოტიპებს შეცვლის.

მეტის ნახვა