ქობულეთის მერიამ სცენა დაუთმო მომღერალს, რომელიც უკრაინაში ბავშვების ხოცვის პარალელურად, პუტინს უმღეროდა

მეგი გოგიტიძე

ქობულეთის მერიამ სცენა დაუთმო მომღერალს, რომელიც უკრაინაში ბავშვების ხოცვის პარალელურად, პუტინს უმღეროდა. მეგი გოგიტიძემ რამდენიმე თვის წინ, როცა ოკუპანტები უმოწყალოდ კლავდნენ უდანაშაულო ადამიანებს, რუსეთში კონცერტი გამართა.

ქობულეთის მერიაში, ვერ დაგვიზუსტეს, რამდენი ლარი გადაუხადეს მომღერალს. კითხვაზე, თუ რატომ ამღერეს გოგიტიძე, გვითხრეს, რომ იგი ქობულეთელია და სცენას ყოველ წელს უთმობენ.

"ქობულეთელია, ყოველ წელს მღერის და ტრადიციულად, წელსაც ვამღერეთ, სხვას ვერაფერს გეტყვით", - გვითხრეს მუნიციპალიტეტის მერიის პრესცენტრში.

მეტის ნახვა