რა საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან მოქალაქეები თუ გოგინაური ჰესის მშენებლობა დაიწყება? - ბრიფინგი

რა საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან მოქალაქეები თუ გოგინაური ჰესის მშენებლობა დაიწყება? - ადგილობრივებს ამ კითხვაზე პასუხის მიღება სურთ, თუმცა პასუხისმგებელი პირები არაფერს ამბობენ.

ვიდრე ჰესის მშენებლობა აქტიურ ფაზაში შევა, ადგილობრივები გარემოზე ზემოქმედების სრულ ანგარიშსა და შეფასებას ითხოვენ. შიშობენ, რომ ეკოლოგიას დიდი ზიანი მიადგება. თემასთან დაკავშირებით, ორგანიზაცია ,,მომავლის’’ დამფუძნებელმა და უფლებადამცველმა ბრიფინგი გამართეს.

მათი განმარტებით, ტერიტორია, რომელზეც ჰესი უნდა აშენდეს მცოცავი მიწაა. კითხვების ადრესატ კომპანიაში გვითხრეს, რომ მშენებლობის საწყისი ეტაპი გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე მიმდინარეობს.

მეტის ნახვა