როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში აჭარაში?

ბათუმში ისევ თოვს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ინფორმაციით, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია სუსტი თოვა, რაც 21 იანვრის ღამემდე იქნება.

უკვე 22 იანვარს შედარებით გამოიდარებს. მოსალოდნელია ძლიერი ყინვა. დღისით ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, ღამით კი -2-3 გრადუსამდე დაეცემა.

ასეთი ამინდი ორშაბათამდე შენარჩუნდება. 24 იანვრიდან კი, სინოპტიკოსები, ისევ, არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ.

მეტის ნახვა