როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში?

ბათუმი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 ნოემბრის 21 საათიდან 3 ნოემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში:

დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:

დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +18 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით 4 და 5 ნოემბერს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

მეტის ნახვა