ახალი ამბები • 1752840046
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანა მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა
საზოგადოება
1692791543

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ავტომანქანა მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თელავი-ყვარელი გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.
შეჯახების შედეგად, დაშავდა მსუბუქ ავტომობილში მყოფი ერთი ადამიანი. იგი მანქანიდან მაშველების დახმარებით ამოიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, მას მოტეხილობები აღენიშნება. დაშავებული თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ავტომობილში მყოფ სხვა პირებს მედიკოსებმა ადგილზე გაუწიეს დახმარება.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილში, არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფებოდა. უცნობია რა მუხლით დაიწყო გამოძიება.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა