"სოლიდარობა ნიკა გვარამიას" - მედიის წარმომადგენლები პროტესტისთვის ემზადებიან

"სოლიდარობა ნიკა გვარამიას" - მედიის წარმომადგენლები პროტესტისთვის ემზადებიან. ცენზურისგან თავისუფალი მედიის არსებობისთვის ბრძოლას ჟურნალისტები აანონსებენ. მედიამენეჯერები ამბობენ, რომ ქუჩაში თავისუფალი სიტყვის დასაცავად გადიან. მედიის წარმომადგენლები აქციაზე ელოდებიან ყველას, ვისთვისაც სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანია. სოლიდარობის მარში ხვალ, 19:00 საათზე, თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება.  

მეტის ნახვა