თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გამოფენა მიმდინარეობს

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო  სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა მიმდინარეობს. სივრცეში ახალგაზრდების იდეებისა და მომიჯნავე სახელოვნებო დარგების სინერგიაა წარმოდგენილი. მოდის დიზაინის სტუდენტების მიერ შემუშავებული ილუსტრაციების ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გამოფენა  12 აგვისტომდე გრძელდება და დასწრება თავისუფალია.

მეტის ნახვა