თოვლი - პოზიტიური განწყობის მიზეზი

აჭარაში უკვე რამდენიმე დღეა დროგამოშვებით თოვს. დღეს კი თოვა განსაკუთრებით გაძლიერდა. ბათუმში, პარკებსა და სკვერებში, ზამთრისთვის უჩვეულო,  ბავშვების ხმაური  ისმის. თითქმის ყველა ქუჩაზე შეხვდებით ყინულისგან გაკეტებულ თოვლის ბაბუას. 

ეს ჟრიამული, დღეს, ბათუმის ცენტრალურ პარკში ისმოდა. თოვლის მოსვლამ ბავშვებში აღტაცება გამოიწვია.  პატარები ემოციბს ვეღარ მალავდნენ  და  მეგობრებთან ერთად, პარკში სხვადასხვა აქტივობებით დაკავდნენ.

მიუხედავად  იმისა, რომ საახალწლო ეიფორიამ უკვე  ჩაიარა, ბათუმის ქუჩებში მხიარულება კვლავ იგრძნობა. პატარებმა ტრადიციული თოვლის ბაბუა გააკეთეს. მისი მორთვა მოზარდებისთვის განსაკუთრებული რიტუალია.

ზამთრის თეთრ დღეებში პატარებისა და მოზარდების გართობამ, სოციალური ქსელებიდან, კვლავ, ეზოებში გადაინაცვლა. მათთვის, ვისაც ზამთრის კურორტებზე გამგზავრების ფუფუნება არ აქვთ, დილით თეთრად დათოვლილი ქალაქი, ერთგვარი სიურპრიზიც კი აღმოჩნდა.

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, თოვლში, სხვა ბავშვებთან ერთად თამაში,  სოციალურ განვითარებასა უწყობს ხელს. გარდა ამისა, თოვლი და, ზოგადად, ცივი ჰაერი იმუნურ სისტემასა და ორგანიზმის დაცვით ძალებს აძლიერებს.

მეტის ნახვა