ჟურნალისტ გურამ როგავას სახის ძვლებისა და კისრის მალის რკალის მოტეხილობა აქვს

rogava

ექიმის განცხადებით, "ფორმულას" ჟურნალისტს, გურამ როგავას, რომელზეც სპეცრაზმელმა გამიზნულად იძალადა, სახის ძვლებისა და კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა აქვს.

როგავას რუსთაველის გამზირზე მუშაობისას გასულ ღამეს, სპეცრაზმელი სასტიკად გაუსწორდა. ჟურნალისტი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სცემეს.

მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართლად გაუსწორდნენ ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს.

მეტის ნახვა