76-ე დღეა უკრაინა რუსეთის აგრესიას ებრძვის - ბოლო ცნობები

76-ე დღეა უკრაინა რუსეთის აგრესიას ებრძვის. საომარი მოქმედებები განსაკუთრებით აქტიური ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებშია. ოკუპანტებმა, ავიაციის გამოყენებით, ოდესაში 7 რაკეტა ისროლეს. თავდასხმის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.

მსხვერპლი მოჰყვა სავაჭრო ცენტრის და ორი სასტუმროს დაბომბვასაც. განგაშის ხმა ისმოდა კიევში, დონეცკში, ლუგანსკში, ხარკოვში, დნიპროში, ჩერნიგოვისა და სუმში.

ტყის ხანძრებია ხერსონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. რუსი ოკუპანტები მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობის საშუალებას არ აძლევენ.

ისევ იბომბება მარიუპოლი. საოკუპაციო ძალების სამიზნე ის ხიდია, რომლითაც ორი დღის წინ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობდა. 

მეტის ნახვა